შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შვილობა

ინნა ხელაია 7 თვის წინ
მამა ღმერთი მგონებია,
დედა კიდე ვარსკვლავი
თავი შვილად მდომებია,
თუმც ვყოფილვარ ნადავლი

გამზარდეს თუ გამომზარდეს
ვინ გაიგებს? ვერც ვერვინ,
დედისა და მამის კულტი
ჩამომენგრა მარადინ

მიფიქრია დღე-ღამ, მარა?
გაუგია ვერავის
დარდში თავი ჩამიხვრჩია
დავკარგულვარ მარადის

დედავ, მამავ, სანუკვარნო,
გისმენია შვილების?
მარად ბღავის, თან სულ ბღავის
თქვენი შვილი ნადავლის

შვილი თავსა გასწყრომია
რა გატირებს, რას ბღავი?
შენი მრჩენი, გადამრჩენი
არყოფილა არავინ

მამა ღმერთი ჰგონებია,
დედა კიდე ვარსკვლავი
თავი შვილად ნდომებია
და ყოფილა ნადავლი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →