შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ზამთარია

ზამთარია, ზამთარია
თოვლი მოდის ციდან,
უხარიათ პატარებს,
მოაქვს ყველას ციგა.

ისმის ყველგან ჟრიამული,
იქით ვიღაც გუნდაობს,
აკეთებენ თოვლის კაცებს
ზოგიც სადღაც ცურაობს.

აუწითლდათ ლოყები
სიცივიზგან პატარებს,
მაგრამ მაინც ერთობიან
არ დარდობენ არაფერს;

სადღაც იქვე ხის ტოტზე კი
იბუზება ბეღურა,
მარტოობით გადაღლილი
იყურება ეულად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →