შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მეშინია?!

Mariami 2 წლის წინ
მეშინია, რომ შევაღო პოეზიის კარი
ვგრძნობ, რომ ახლოს ფირალივით მრისხანება არის,
მრისხანება მსმენელის და წამკითხველის ამის,
იტყვით: "კაცო, უმეცრებით შეირცხვინა თავი,
და ხმა როგორ ამოიღო, აქ ლექსს ამბობს კენჭიც,
თუ კი ტალღას დავყურადებთ, რითმას გვესხვრის შხეფიც".
მესმის, კარგად მესმის თქვენი,
ფოთლებისაც მესმის,
მაგრამ მაინც ავფარფატდი პოეზიის ეშხით,
და თუ ძლიერ დამიწუნებთ,
ამ ლექსს რითმით, ტემბრით,
გეხვეწებით, ჩასაქოლად
ქვებს, ლოდებს ნუ მესვრით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →