შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩუმი ღამე

ილონა~ 1 წლის წინ
ჩუმად ლექსი მოგიძღვენი
მერე ჩუმად წავიკითხე,
განა იქვე ახლოს მყავდი?!
განა მარტომ მოგიძღვენი?!
მე ხომ ჩემი ერთგული მყავს
ჩემი ღამე , ჩუმი ღამე~~♡

მერე რა, რომ, შორს იყავი?
მაინც ვიფრთხილე
ჩუმად ვწერე,
ვაი თუ ღამეს მოეტანა
შენთან რამე,ცოტა რამე.

განა მინდა არ იცოდე?!
რას ვგრძნობ და რისთვის ვიბრძვი?
მინდა,მაგრამ ...

ვაი თუ რამემ გული ისევ გამიტეხა..
ძლივს შეკრული, ერთიანი
ნაკუწ-ნაკუწ აწყობილი,
დაბზარული ციცქნა გული...
ისევ რაიმემ გამიტეხა..

იქნებ მერე შენც მოხვიდე,
მოხვიდე და ჩამეხუტო
ვაი თუ ჩუმად დაბზარული,
გული უცებ გამიმთელო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →