შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მაია-მათე

ილო ხუხუა 5 წლის წინ
მაია-მათე ქალი გამოდგა
განათხოვარი ქაჯეთს,
ანაფორიდან ჯვრები ბრწყინავენ
ვერ მივაგენი ტაძრებს,
ვეფხისტყაოსანს ტყავი გააძვრეს
ვეღარ იყოფენ ნაჭრებს
შემოაკავეს მთაწმინდა
შემოაკავეს მთვარეც,
სამიკიტნოში სანთლები ყრია
კონსტიტუცია დაარქვეს ზღაპრებს,
თარაში ენგურს ვერ გადალახავს
უტას მარჯვენა აღარ აკმარეს,
კვლავ ისე ფასობს იუდას ვერცხლი
ქრისტე კვლავ ჯვარზე აცვეს,
მაია მათე ქალი გამოდგა
განათხოვარი ქაჯეთს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →