შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შევეჩვიე

ილო ხუხუა 5 წლის წინ
შევეჩვიე წვიმას,შევეჩვიე თოვლს და ქარს,
მე ავდარში დავალ და დავეძებ დარს,
შევეჩვიე ტანჯვას,ვერ შევეჩვიე ქალს,
გულში სევდა დაგროვილა,
ავად ყოფნას ჰგავს,
მეგობარი არსად, გულს წარსული რთავს,
წერას ვიწყებ სევდით,
და თუ ლექსსა ჰგავს,
მარტო გულის ტკივილს
აზრთა კონის მთას
თანამგზავრად კალამი და ფურცლები მყავს,
და ჩივილი სულის სიმარტოვეს კლავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →