შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მოდი მომატყუე

ილო ხუხუა 6 წლის წინ
მოდი მომატყუე ოქროს სიტყვებით
მე ვით ღამურამ რომ დაგიჯერო,
გამოვედები ძაბვის მავთულებს
შენ თვითონ შენი რომ დაიჯერო,
გედის სიმღერას გიმღერებ ისე
გედების ტბაში რომ ჩაიძირო,
ნაიარევი სიფიცხე დათვრა
ვნებით გალეშილ
სიკვდილს დაეძებს,
ლოთი მდუმარება სიგიჟეს
მართავს,
თეთრდება ღამე თოვლის
ფიფქივით,
ლტოლვა ქვასაც რომ აფითრებს,
მიაგდო სურვილი
რთოლვა ფერებით,
მოდი მომატყუე რომ დავიჯერო
მოდი მომატყუე ოქროს სიტყვებით..
ილო✍️1995წ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →