შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წერილი მარიამს ეს მას გადაეცი

ილო ბულია 7 წლის წინ
ნაბიჯი დამაკლდა,
იმ ღამეს სიკვდილთან,
ათი ათასი,
შენს გულთან მოსვლამდე,
ასეა, საცოდავ სიცოცხლის ბედკრული,
ვზივარ და ვლოცულობ,
ვნატრულობ შენს თვალებს!

ათი ათასი შენამდე ნაბიჯი,
ცრემლები, სიცოცხლე უშენოდ დარდია,
მოდი და როგორც ვთქვი იმ ღამეს მარიამ,
ახლა ხომ სიკვდილი გასაოცარია.

არ ვიცი,ხიდიდან თეთრ ფიფქებს გავყვები,
სიკვდილთან ქორწილი ეს ჩემი ვალია,
რა მეთქმის ცხოვრების უკუღმართ შემყურეს,
როგორც ჩანს დავკარგე,დავკარგე მარიამ!

სევდას და ტკივილებს არაყი მიქარვებს,
ასეა, ყოველი ეს ჩემი ბრალია,
წუხელის სიკვდილთან ნიბიჯი დამაკლდა,
ან უფრო ნაბიჯი იმ ღამით ვიჩქარე,

რაღა ვქნა არ ვიცი,
ვლოცულობ  ტაძართან,
მტკივა,ვუძლებ და  მიყვარს ძალიან,
ჯვარს მაცვით თუ გინდათ,საშველი არა ჩანს,
არა ჩანს საშველი,დაიკო მარიამ!

ნაბიჯი დამაკლდა,
იმ ღამით სიკვდილთან,
ან  უფრო,
ნაბიჯით დამასწრო სიცოცხლემ,
არ ვიცი ტანგო მაქ ამ ღამით საცეკვი,
სიკვდილთან სოლოში და ეს მახარებს.

...

სიკვდილთან იმ ღამით,
ნაბიჯი დამაკლდა,
შენს  გულთან მოსვლამდის,
ასობით ათასი,
და ისევ უფლისგან წყალობა მიღებულ,
ვზივარ და ვლოცულობ,
ვნატრულობ შენს თვალებს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →