შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე ისევ ის ვარ!

ილო ბულია 7 წლის წინ
მე ისევ ის ვარ!
გაბღენძილი,
აყროლებული ალკოჰოლის მძაფრი სუნით!
ლოთი,
გამოუსწორებელი ნაძირალა!
მათხოვარი!
-არა!ხურდა თქვენთვის დაიტოვეთ,
სიყვარულს ვითხოვ!

და მაინც,მე ისევ ის ვარ!
ისტორიის გადმო'ნაშთი!
უაზრო ტრადიცია,
გაყოფისას დარჩენილი ნაშთი!
დიახ.მე, გიჟი მქვია!
ფრინავი ჰოლანდიელი,
კაპიტან ჯეკ ბეღურა,
დრომ კარები მიხურა,
ყველა ერთად გაჩუმდა.

მე,ისევ გიჟი მქვია.

ნიღბებს ამოფარებული რასა,
შურიანი ხალხის ბანდა,
ყველა ერთად ნაძირალა,
მე? ნაძირალთ-ნაძირალა.

ბევრი რამე შეიცვალა,
აქით ანა,იქით ბანა
და რა შეგვჩა?
ერთადერთი,ნაძირალა!


და მე ისევ ის ვარ!
უჟმური,
მუდამ სერიოზული,
გამოუსწორებელი რომანტიკოსი,
და მაინც,
მე, ისევ მე ვარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →