შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ამ პატარას,იმ პატარას!

აგერ ვაკე მინდორია,
ხეები დგას ირგვლივ ჯარად,
წრე შეუკრავთ პაწაწინებს,
წრეში მწკრივად ჩამომდგარან.
ისმის ტაში, მწყობრი ტაში,
ტრიალებენ, როგორც ჯარა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
გამოუხტა ოთარიკო
და ქართული დაუარა,
ფეხებს ისე ათამაშებს,
მიწას არცკი წააკარა;
მზეხათუნა მასთან ცეკვავს,
გადაიქცნენ ნიავქარად, —
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ქართულს მოჰყვა ბაღდადური,
დავლური და განდაგანა!
ცეკვაში რომ სხვას ჩამორჩეს,
მათში არის ვინმე განა?
გიამ ნუნუ ათამაშა,
რეზომ - მზია და მანანა, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
ტაში, ტაში, ტაში, ტაში!
ყველამ ფეხებს აუჩქარა,
ტრიალებენ მხრებგაშლილი
ჩიტუნების დასადარად;
მზე მაღლიდან დაკაშკაშებს
პატარების გასახარად, -
დოლი მღერის: “ვათამაშებ
ამ პატარას, იმ პატარას,
იმ პატარას, ამ პატარას! “
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →