შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გულს იმდენი ბზარი ჰქონდა...

იკა ობოლაძე 7 წლის წინ
გულს იმდენი ბზარი ჰქონდა სულ ვერაფერს ვერა ვგრძნობდი...
ღმერთი მაღლა იცინოდა მე კი დაბლა ჩემთვის ვპჭობდი...
მაგ თვალების მსურდა ხილვა რომ სიცოცხლის მეგრძნო გემო...
თუმცა იქნებ გვიანია და ვერც შევხვდეთ ხვალე ჩემო...

დღე ოქტომბრის მოღრუბლული სევდით არის სავსე, სველი...
შეგვაცდენდეს ნეტავ ჩუმად ის ედემის მავნე გველი...
ცეცხლი მუდამ არ მენთება, დროის ქარებს ვემტვერები...
ფიქრი ისე ამირიე რომ შენს აჩრდილს ვეფერები...
ი.ო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →