შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ღამემ სიმშვიდე მომგვარა თითქოს ...

იკა ობოლაძე 7 წლის წინ
ღამემ სიმშვიდე მომვარა თითქოს, მთვარე ღრუბლებში ჩაძირულია...
ჩვენი ცხოვრება უმეტეს წილად მაინც უაზრო სიარულია...
უგაზაფხულო ყვავილებს ვეტრფი, მუზა დღეს შენით დანალულია,
თრიაქის კვამლით გავსებულ გულში, დარდი დროებით დამალულია...

p.s
ხვალ წახვალ ვიცი დამტოვებ, წამებს დამითვლის ამური...
ასეთი ცივი რატომ ხარ? ჟანგდება გრძნობა საამური...
ჩემი სიტყვების არ გჯერა, ჩემი თვალების საერთოდ...
იქნებ ჯობია ამ ღამით ჩვენი ბაგენი ვაერთოდ..
ი.ო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →