შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შავი სუდარა

იდენი 8 წლის წინ
ფეხებში სიცივემ ჩამავლო ხელები,
სისხლის ტალღები მომაწვა სახეზე,
სიბნელემ გშთანთქავო, დამიწყო მუქარა,
მზეს ჩამოაფარეს შავი სუდარა.
მზე დამანახე-თქო ვყვიროდი, ვტიროდი
მაგრამ ვის ესმოდა, ეს ჩემი მუდარა?!
სუნთქვა გამიხშირდა, ჟანგბადი დაცოტავდა
სხეული არ იძროდა, სული ბობოქრობდა
თითქოს, ასო-ასო ფილტვები ამაგლიჯეს
თითქოს, გულის ნაცვლად ლითონი ბრახუნობდა
ცრემლი ნიღვარად თვალიდან მისხლტებოდა,
დარდები პეპლებივით ნიავს გავატანე,
მაინც მოსვენებას რაღაც არ მაძლევდა,
თითქოს ბზიკებივით მჭამდა მოჩვენება,
ბრძოლას არ შევწყვეტქო, სიტყვა გავუბედე
მერე დამხედა და, გადაიხარხარა,
თითქოს, შიშნარევი მზერა შემაპარა,
ვითომ, წამიერად ძალა მომემატა
მაგრამ წამიერად, როგორც გაელვება,
...
ნეტა, მზაკვრობაში სტაჟი მეც მქონოდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →