შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
გვერდები

იაკობ ცურტაველი (ხუცესი)

მწერალი · /pages/iakob-tsurtaveli-khutsesi · inactive · გვერდი შექმნილია 2019 30 აპრილი
დონე 1 · ახალბედა 0 / 10 ქულა
0
ქულა
1
დონე
1
ჟანრი
იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476-483, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ ის დადგენილ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად და 506 წელს დაესწრო საეკლესიო შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა."შუშანიკის მარტვილობით" იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის. BIBLIOGRAPHY

ნამუშევრები

1
ყველას ნახვა