ჩანაწერი
Laravel
ელექტრიკოსი ზევსი
სამსახურით დაღლილი შინ ბრუნდება ელექტრიკოსი ზევსი,
ჰერას დღეისთვის დაუმატებს ხელით გასარეცხს,
შვილი არესი ათენასთან ხის მახვილებით
ფარიკაობდა, სკოლაში კი ჩარჩა სემესტრი.
- ბიჭო, ჰერაკლე, მაგ კატას გთხოვ ხელი გაუშვი,
შენი ბრალია გაგიზრდია ჩუმი სადისტი!
- ქალო, გაჩუმდი ნუთუ საქმე გამოგელია?
უკვე ყელშია ყოველდღიური პრეტენზიები!
-ამას დახედეთ, უმადური მუქთახორა ხარ,
ცოლს ვერ აფასებ, დაბოდიალობ შუაღამემდე...
- რამე დალიე? სულ გარეკე? რა დაგემართა?
- რა და ლოყებზე რად გისვია სხვისი ტუჩსაცხი?
- ახლა გაჩუმდი!
ხომ იცი რომ ბატკნის სისხლია,
რა, ძმაკაცებთან მწვადის შეწვის არ მაქვს უფლება?
- როგორ მომბეზრდა ეს სიყალბე, აფერისტობა,
უკეთესია გადახედო შვილის ფინანსებს.
- რომელი შვილის? თანაბრად რომ გავყავი ხელფასი...
- აფროდიტეს შილაქისთვის თანხა დააკლდა.
- სულ გამაგიჟებს ეგ და მისი გულაობები,
კარგი რამეს მოვუფიქრებ, თქვენ იშიმშილეთ.
- ჰო, დედაჩემმა დამირეკა, მოვალ სტუმრადო
- ეგღა მაკლდა, ანდა მისთვის სადღა მცალია.
- ვერ გავიგე საყვარელო, სულ დაივიწყე
დედაჩემი შეთავსებით - დედაშენია!
-კაი მორჩი, იცი კარგი მოგიტანე ამბავი,
უვიზო რეჟიმით გავფრინდებით მალე ოლიმპზე.
- საყვარელო... ხომ გახსოვს თუ როგორ მიყვარხარ?
მიდი ძვირფასო, ეს ლაქები ჩამოიბანე.
იაკობ ქსოვრელი

კომენტარი
0