ჩანაწერი
Laravel
ეპიტაფია
როცა უეცრად შეჩერდება ბორბლის ზრიალი,
შენი ძახილი მომელანდება როგორც მთის ექო,
მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი
და ძილს მიფრთხობდნენ გრილი ფიქრები -
ცის შვილი უფრო!
გზების გასაყრელს, ცოტა სევდით მეც ვუყურებდი,
ხშირად დასმული შეკითხვები -
თოვს უმარილოდ,
ეპიტაფია ამოვკვეთე გულის წიაღში
ზედ დაწერილი ერთი ფრაზით:
- არ დამივიწყო...
შენი ძახილი მომელანდება როგორც მთის ექო,
მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი
და ძილს მიფრთხობდნენ გრილი ფიქრები -
ცის შვილი უფრო!
გზების გასაყრელს, ცოტა სევდით მეც ვუყურებდი,
ხშირად დასმული შეკითხვები -
თოვს უმარილოდ,
ეპიტაფია ამოვკვეთე გულის წიაღში
ზედ დაწერილი ერთი ფრაზით:
- არ დამივიწყო...
Laravel
კომენტარი
0