შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შეუწველი ძეძვი

უბრალოდ წავალ, უადგილოა რამე ვამტკიცო,
წავალ და ცეცხლი მოიგერიებს უკუნით ბნელეთს,
ნიშანი შენი, სხვა არაფერი მინდოდა ქვევით
და ეს ნიშანი გამომიცხადე შეუწველ ძეძვში.

კაცობრიობა გულმხურვალე ჯოჯოხეთშია,
სულ სხვა ნათება გამობრწყინდა ბრმათა ყანაში,
ეს ჩემი გული ალმოდებული მაყვლოვანია,
რომლის ალი თანაზიარ სიყვარულშია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →