შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბროწეული

ამოვიბრუნე ჩემი სულის თხელი სარჩული


და ატლასივით მოელვარე, კრიალა მხარე


დავტოვე გარეთ…

ბროწეულივით წითელ გულში გამომწყვდეული,


და სულში წარღვნად ჩამოქცეული


უთქმელი ფიქრი,


მოექცა შიგნით…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →