ჩანაწერი
Laravel
თეთრი ხმაური
მივხურე კარი
და გარეთ დარჩა
მთელი სამყაროს
აურზაური,
დღევანდელი დღის
ფერადი ფარჩა,
ჩუმი ფიქრების
თეთრი ხმაური…
ზღურბლთან დავტოვე
ნიღბების ასხმაც,
რომ ვატარებდი
კანის ქვეშ დღისით,
და ახლა ვდგავარ
მიხურულ კართან,
სახის მაგივრად
რძისფერი ნისლით.
აქ აღარ ვიცი
ვინ ვარ? რას ვეძებ?
ჩემივე თავი
დავკარგე როდის?
ვხედავ სარკეში
მკრთალ ანარეკლებს,
მაგრამ ვერ ვხედავ
ჩემსავე პროფილს.
როდის დავკარგე
ჩემში ის ბავშვი,
რომ ლოცულობდა
ჯერ კიდევ გუშინ?
სურვილებსა და ნატვრებს,
ფრთებგაშლილს
რომ ატარებდა
სხივისფერ სულში.
დაუსხლტა შიშებს?
ფსკერზე ჩავიდა?
იქნებ გაექცა
ჩრდილების მონსტრებს?
და ელოდება სამალავიდან,
როდის აღვადგენ
მის მზისფერ პორტრეტს
ამ ნამსხვრევებით , სულში რომ ყრია…
მივხურე კარი
და გარეთ დარჩა
ჩუმი ფიქრების
თეთრი ხმაური,
დღევანდელი დღის
ფერადი ფარჩა,
მთელი სამყაროს
აურზაური.
და გარეთ დარჩა
მთელი სამყაროს
აურზაური,
დღევანდელი დღის
ფერადი ფარჩა,
ჩუმი ფიქრების
თეთრი ხმაური…
ზღურბლთან დავტოვე
ნიღბების ასხმაც,
რომ ვატარებდი
კანის ქვეშ დღისით,
და ახლა ვდგავარ
მიხურულ კართან,
სახის მაგივრად
რძისფერი ნისლით.
აქ აღარ ვიცი
ვინ ვარ? რას ვეძებ?
ჩემივე თავი
დავკარგე როდის?
ვხედავ სარკეში
მკრთალ ანარეკლებს,
მაგრამ ვერ ვხედავ
ჩემსავე პროფილს.
როდის დავკარგე
ჩემში ის ბავშვი,
რომ ლოცულობდა
ჯერ კიდევ გუშინ?
სურვილებსა და ნატვრებს,
ფრთებგაშლილს
რომ ატარებდა
სხივისფერ სულში.
დაუსხლტა შიშებს?
ფსკერზე ჩავიდა?
იქნებ გაექცა
ჩრდილების მონსტრებს?
და ელოდება სამალავიდან,
როდის აღვადგენ
მის მზისფერ პორტრეტს
ამ ნამსხვრევებით , სულში რომ ყრია…
მივხურე კარი
და გარეთ დარჩა
ჩუმი ფიქრების
თეთრი ხმაური,
დღევანდელი დღის
ფერადი ფარჩა,
მთელი სამყაროს
აურზაური.
Laravel
კომენტარი
0