ჩანაწერი
Laravel
ბაბუაწვერა
იცოცხლე დიდხანს, ბაბუაწვერა!
ჩემს ამოსუნთქვას ვერ მივანდობ შენს ციცქნა შვილებს,
მინდორ-მინდორ მარტო ფრენისთვის
ვერ გავიმეტებ…
ვერ გავფანტავ,
ოცნებებისგან
ვერ განვძარცვავ
შენს მწვანე ფოთლებს
ფრთისებრ დანაკვთულს…
და დღის დასასრულს
ისე გაგანდობ , ჩუმად, ჩემს ნატვრას…
შენ შეახსენე დილისფერ სხივებს,
მზე რომ ოქროსფერ შუქს მოაფრქვევს
ხასხასა ბალახს…
იცოცხლე დიდხანს, ბაბუაწვერა!
ჩემს ამოსუნთქვას ვერ მივანდობ შენს ციცქნა შვილებს,
მინდორ-მინდორ მარტო ფრენისთვის
ვერ გავიმეტებ…
ვერ გავფანტავ,
ოცნებებისგან
ვერ განვძარცვავ
შენს მწვანე ფოთლებს
ფრთისებრ დანაკვთულს…
და დღის დასასრულს
ისე გაგანდობ , ჩუმად, ჩემს ნატვრას…
შენ შეახსენე დილისფერ სხივებს,
მზე რომ ოქროსფერ შუქს მოაფრქვევს
ხასხასა ბალახს…
იცოცხლე დიდხანს, ბაბუაწვერა!
Laravel
კომენტარი
0