შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ემოციური დარდიმანდები

Holden Caulfield 3 წლის წინ
ამოსახეთქი წითელი ღვინის ემოციური დარდიმანდები, დაუვიწყარი ღამის ელფერით ისევ თოვს ჩვენთან განთიადები..

შენით დავიწყე ემოციების, ნაზი სუსხების ლაჟვარდის ხატვა, მომეზმანე და თვალი ჩამიკრა თვით აფროდიტეს უბიწო ხატმა..

რა დამავიწყებს შენი სიტურფის, სავსე თასების ანკარა ვნებებს, გამიდან ნაზად მომაწვდი წითელს, თითქოს უკარგავ ღირსებას ფერებს..

ემოციების სუსხიან ღამეს შემოგილეწავ დარაბებს შლეგად და მე პოეტი ჩუმი ქარაგმით შენთან შეხებას ვაქცევ დიდ ვნებად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →