შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ილუზია

ნენე 7 წლის წინ
წუხელის საწოლის კიდეზე ვიწექი

ცივ კედელს აკრული სუნთქვებსაც გითვლიდი ..

შენს თმას და ხელებზე ატმების სურნელი მიწვამდა ნესტოებს..

მძინარეს თითებით პერანგებს გიქსოვდი ..

შეგრძნებებს ოცნებით გაჟღენთილ ბალიშზე სიფრთხილით ვაწვენდი ..

ბავშვურად ცათამდე ასული კისკისით ტკივილებს მიქრობდი..

წუხელის საწოლის კიდეზე ვიწექი..

ცივ კედელს აკრული სუნთქვებსაც გითვლიდი ..

ვგრძნობდი რომ მიყვარდი...

/ნენე/ 04.05.2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →