შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ხანდახან უნდა ადგე და ზედმეტად ..

ნენე 7 წლის წინ
ხანდახან უნდა ადგე და ზედმეტად თბილად ჩაიცვა შეგრძნებები რომ არ გაგიცივდნენ
მოძბენო ძველმანები ,სამი და ოთხი ზომით დიდი ტანსაცმელი და მათთან ერთად იცხოვრო
დიდ სივიტერებს სახელოებში შეუსახლდე ,ორიოდე ღია სარკმელი ამოუქოლო და ზამთრის ძილით დაიძინო ..
თბილი ქურთუკებით უნდა გადახურო ვიწრო სამყოფელი რომ ზამთრის ცუდმა ამინდება ვერ გაგახუნონ ,ვერ წაგართვან სულში შემორჩენილი სითბო..
გაზაფხულის პირს,რომ გამოზამთრდება მძიმე ქურთუკი ცოტახნით გვერდზე უნდა გადადო და სიცივეგადატანილი შეგრძნებები გაამზიურო..
მზე რომ მიინავლება მხრებზე შალი უნდა მოიხვიო და მოგონებების კიდევ ერთი ფურცელი შეავსო ..
დასაძინებლად რომ წახვალ მზეები უნდა გაიხსენო და დალუქული ჯურღმულები გამოაცოცხლო..
მალე დაზამთრდება ,
უნდა ავდგე და ზედმეტად თბილად ჩავიცვა შეგრძნებები რომ არ გამიცივდნენ..
02/12/2018 /გ.უ/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →