შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ორიოდე მზიან ამინდში გაიპარა ამ წლის აპრილი..

ნენე 7 წლის წინ
ორიოდე მზიან ამინდში გაიპარა ამ წლის აპრილი..

კვირტებგადამსკდარ ატმის ჩრდილში ძველ სადარდებლებს მზის გულს ვუფიცხებ..

წვიმების ღვარმა ჩამომცრა ტანში და აყვავებულ ტყემლების მარში მიჰყვება ქუჩას..

გოროზ მთებს ისევ ახურავს საბნად დეკემბრის თოვლი..

წლებშემოლეულ ჩემ ზურგჩანთას ამბებს ვუქარგავ და საიდუმლო ჯიბეებში ოცნებებს ვაწყობ ...

გაივლის წლები ,ტუჩის კუთხეში აცეკვდება მორცხვად ღიმილი და დედის კალთას ჩავიხუტებ წლებნამალავი ,ისევ ჯიუტად დავიბრალებ ბავშვობას და ერთიციდობას..

/ნენე/ 01.05.2019 2:27
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →