შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩამქრალი შუქის სინათლეზე გწერ ყალბ ..

ნენე 7 წლის წინ
ჩამქრალი შუქის სინათლეზე გწერ ყალბ წერილებს..

ზერელედ ფიქრებს მჭვარტლიანი სიტყვებით ვქარგავ..

ყველაფერს ფასი ეკარგებათ ..

ვწონი შეგრძნებებს,გაჟრჟოლებებს,ჟრუანტელებსაც..

უთქმელ სიტყვების დაბეჭდილი ათტომეულიც გადავიკითხე ..

ამ ცივ ამინდებს ,მირაჟივით მზისგან გადამთბარს ისევ მივენდე ..

სარკის ნატეხში გახუნებულ ჩემ თავს ვუღიმი ..

ოდნავ ჩამოზრდილ თმის ბოლოებს კალმით ვიკეცავ ...

გწერ ყალბ წერილებს ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →