ჩანაწერი
Laravel
შენი ტუჩების გემო აქვს მიწას
მე გავცდი ჩემი სხეულის საზღვარს
უკან დავტოვე ყველა სიძნელე
ისრები ამბობენ რომ უკვე გათენდა
თუმცა თვალებში არის სიბნელე
შენი ტუჩების გემო აქვს მიწას
დაჟანგულ კუბოს არ აქვს სარკმელი
ყველა ცრემლს ალბათ მოსდევს ღიმილი
კიდევ რამდენი დამრჩა სათქმელი
იტყვიან რას ვიზამთ ცხოვრება გრძელდება
დედა ვატირე ასეთი ყოფის
მე ვერ მათბობდა მზის სიმხურვალე
და ახლა ერთი სანთელიც მყოფნის
უცხოა ყველა ამ სამყაროში
მიჭირს სამოთხის კარის მიგნება
ნაადრევია ღმერთსაც არ უყვარს
დაუპატიჟებელად სტუმრის მიღება
უკან დავტოვე ყველა სიძნელე
ისრები ამბობენ რომ უკვე გათენდა
თუმცა თვალებში არის სიბნელე
შენი ტუჩების გემო აქვს მიწას
დაჟანგულ კუბოს არ აქვს სარკმელი
ყველა ცრემლს ალბათ მოსდევს ღიმილი
კიდევ რამდენი დამრჩა სათქმელი
იტყვიან რას ვიზამთ ცხოვრება გრძელდება
დედა ვატირე ასეთი ყოფის
მე ვერ მათბობდა მზის სიმხურვალე
და ახლა ერთი სანთელიც მყოფნის
უცხოა ყველა ამ სამყაროში
მიჭირს სამოთხის კარის მიგნება
ნაადრევია ღმერთსაც არ უყვარს
დაუპატიჟებელად სტუმრის მიღება
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0