შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შეციებულს მაგრად ჩაგეხუტები

დავიძინებ იქნებ ძილშიც დამესიზმრო
სიზმარშიც ხომ შენ ჩემგან შორს იქნები
დავფიქრდები იქნებ ფიქრმა დაგივიწყოს
მაგრამ რა ვქნა ფიქრებს არ ავიწყდები

მოგატყუე ვითომ მე შენ არ მიყვარხარ
შენს ბავშვივით უცებ გამებუტები
ავტირდები იქნებ წვიმამ დაგასველოს
შეციებულს მაგრად ჩაგეხუტები

დავეცემი ხატების წინ ნამთვრალევი
უფლის მიმართ ვიწყებ ლოცვას-ვედრებას
ჩემს ზურგს უკან მესმს სწრაფი ნაბიჯები
მერე ვიგრძნობ შენი ტუჩის შეხებას

დავიფიცებ ვუერთგულებს შენს სიყვარულს
იქნებ ფიცმა ჩემს გრძნობებში დაგაჯეროს
შენს ჩადენილ ყველა ცოდვას მე ვიკისრებ
სანაცვლოდ კი არ მოვითხოვ გასამრჯელოს

გავიგე რომ თურმე სხვასაც ჰყვარებიხარ
შენს გულს იპყრობს ოაზისის ქარავანი
ბოლო სიტყვა იცოდე რომ შენ გეკუთვნის
ჩვენ ორს შორის გააკეთე არჩევანი
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →