ჩანაწერი
Laravel
მე მიყვარს შენი ზღვისფერი თვალები
არაფერს არ ვამბობ უბრალოდ გიყურებ
არ მინდა სიტყვა მიყვარხარ წამომცდეს
მე მხოლოდ ოცნება დამრჩა იმ დღეზე
დეკემბრის ყინვაში რომ გაგხდი სამოსელს
ვიცოდი რომ არ გიყვარდი მაგრამ
არ მეგონა თუ გამცვლიდი სხვაში
შენთან კი არა მე ღმერთთან მინდა
სწორედ ამიტომ მივდივარ ცაში
მე მიყვარს შენი ზღვისფერი თვალები
ბევრჯერ ჩემს გამო ცრემლი რომ დაღვარა
ისე მემატება შენდამი გრძნობები
როგორც შავ თმაში თეთრი ჭაღარა
თავს მოვიტყუებ რომ აღარ მიყვარხარ
დავხრამე შენსკენ სავალი გზები
იცი ყოველდღე ისე მაკლდები
როგორც დარჩენილი სიცოცხლის წლები
არ მინდა სიტყვა მიყვარხარ წამომცდეს
მე მხოლოდ ოცნება დამრჩა იმ დღეზე
დეკემბრის ყინვაში რომ გაგხდი სამოსელს
ვიცოდი რომ არ გიყვარდი მაგრამ
არ მეგონა თუ გამცვლიდი სხვაში
შენთან კი არა მე ღმერთთან მინდა
სწორედ ამიტომ მივდივარ ცაში
მე მიყვარს შენი ზღვისფერი თვალები
ბევრჯერ ჩემს გამო ცრემლი რომ დაღვარა
ისე მემატება შენდამი გრძნობები
როგორც შავ თმაში თეთრი ჭაღარა
თავს მოვიტყუებ რომ აღარ მიყვარხარ
დავხრამე შენსკენ სავალი გზები
იცი ყოველდღე ისე მაკლდები
როგორც დარჩენილი სიცოცხლის წლები
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0