შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მზე ვეღარ ათბობს გაყინულ მიწას

მე გავუსწარი დროსა და ქარებს
უცნობი სახის მოირგებ ნიღაბს
ბოლო აკორდზე გაწყვეტა სიმის
მზე ვეღარ ათბობს გაყინულ მიწას

თუ ვეღარ იტევ მაშინ განდევნე
შენში დემონის ყველა სისუსტე
და გლოვა ფოთოლ გაცვენილ ხეთა
მეც უშენობით გამოვიფიტე

ეს მერამდენე ქრება ვარსკვლავი
რას გამორიყავს მკვდარი ზღვის ტალღა
ისევ შორია გზა გოლგოთამდე
დაეცა ღმერთსაც შეეტყო დაღლა

ჰორიზონტს მიღმა კვდება აპრილი
გზა სინანულით გასავლელია
და ახლა ვფიქრობ ნუთუ ამაზე
უაზრო ლექსი დამიწერია
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →