შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დედა უყვარხარ ვიღაც მათხოვარს

ისევ შენზე ვწერ სხვა რაღა დამრჩა
წერას ხომ მინც ვერვინ დამიშლის
და სამათხოვროდ გამოწვდილ ხელში
წვრილ ხურდას შენი შვილი ჩამიყრის

მე კი ვაჩუქებ დაჭმუჭნულ ფურცლებს
სადაც შენდამი გრძნობა წერია
შემოგხედავს და შენი თვალები
მართლაც რომ სიყვარულის ფერია

შენ არ შეიმჩნევ წარსულის ჩრდილებს
დატუქსავ ნუ კითხულობ ნაბოდვარს
ის კი ბავშვური ღიმილით გეტყვის
დედა უყვარხარ ვიღაც მათხოვარს
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →