შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ისევ შენ ჩრდილს შევეფარე

მიწა შემიფარებს ვიცი
ფიცსაც გაუვიდა ვადა
გზები გადაღლილი მზერით
ისევ არავინ არ ჩანდა

უფრო ცავი იყო ზეცა
როცა გაიხურე კარი
ზურგით ნატარები ახლა
ფეხქვეშ გავიფინე ჯვარი

ღვინის გამოცლილი ბოთლი
ზღვაში მოლოდინი შტორმის
სადღაც არსებობა შენი
წამით სიცოცხლისთვის მყოფნის

კიდევ ერთი ბზარი კედელს
კვამლით გაჟღენთილი ფარდა
დიდხანს ვუყურებდი სარკეს
ის კი საერთოდ არ მგავდა

თვალზე შეუმშრალი ცრემლი
ცაზე მგლოვიარე მთვარე
შენგან გავიქეცი მაგრამ
ისევ შენ ჩრდილს შევეფარე
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →