ჩანაწერი
Laravel
უფალს ჰყიდის იუდა
გუშინ ღმერთმა წამიყვანა თავისთნ
გამიხარდა სიმშვიდე რომ ვპოვე
ტანჯვისათვის პატიება მთხოვა
მე კი შენი სიყვარული ვთხოვე
სამოთხესაც შეპარვია გაზაფხული
ვაშლის ტოტებს ყვავილები ჰფარავდა
ბეთჰოვენი შენ გიძღვნიდა სონეტებს
ფიროსმანი ქოლგით ხელში გხატავდა
მერე მითხრეს ვნახოთ შენი სამყოფელი
სიცოცხლეში ამისათვის იღწვოდი
ფართოდ გახსნეს ჯოჯოხეთის კარებები
მარტოსული ცეცხლის ალში ვიწვოდი
აქვე ახლოს უფალს ჰყიდდა იუდა
საწყალს თვალზე ისევ ცრემლი სდიოდა
ვეწამები მაგრამ სული კი არა
ჯოჯოხეთშიც უშენობა მტკიოდა
გამიხარდა სიმშვიდე რომ ვპოვე
ტანჯვისათვის პატიება მთხოვა
მე კი შენი სიყვარული ვთხოვე
სამოთხესაც შეპარვია გაზაფხული
ვაშლის ტოტებს ყვავილები ჰფარავდა
ბეთჰოვენი შენ გიძღვნიდა სონეტებს
ფიროსმანი ქოლგით ხელში გხატავდა
მერე მითხრეს ვნახოთ შენი სამყოფელი
სიცოცხლეში ამისათვის იღწვოდი
ფართოდ გახსნეს ჯოჯოხეთის კარებები
მარტოსული ცეცხლის ალში ვიწვოდი
აქვე ახლოს უფალს ჰყიდდა იუდა
საწყალს თვალზე ისევ ცრემლი სდიოდა
ვეწამები მაგრამ სული კი არა
ჯოჯოხეთშიც უშენობა მტკიოდა
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0