შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ზღვა სიყვარულს არასოდეს გამორიყავს

ვგლოვობ ციდან ჩამოვარდნილ მნათობს
ტალღებს ვუთვლი უკვე დამშრალ ზღვას
სული კივის უკანასკნელ ტკივილამდე
ბგერები კი სადღაც მიაქვს ქარს

გელოდები წამი წამზე მოხვალ
სხეულს შიგნით მონატრება მშანთავს
ზღვა სიყვარულს არასოდეს გამორიყავს
ისიც კვდება და ყველაფერს შთანთქავს

ბედს მივანდობ ოკეანის სიღრმეს
არ გამწირე ხელი მაგრად შემომხვიე
და ის ერთი წამი შემრჩა მოსაგონად
მონატრების ტალღებში რომ შემითრიე

ნაპირი ვარ ვიცი შენი საიდუმლო
ვნების შტორმით მერამდენედ გადამრეცხავ
მეათასედ შემოვარდნილ ტალღას ვითმენ
თუმც სიყვარულს არასოდეს გამორიყავ
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →