შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სანამ ჩვენ ორს სიკვდილი არ დაგვაშორებს

ბუნებასაც შესძლებია ხატვა
ქერა თმით და დაჭორფლილი სახით
შენი გულის დასაპყრობი ბრძოლა
ცხოვრებასთან მე დავიწყე მარცხით

დღეს ვითვრები შენი მკაცრი მზერით
ჩემს ბილწ აზრებს რომ ავხადო ფარდა
არაფერი არ მინდოდა ქვეყნად
შენი ტუჩის და სხეულის გარდა

შენ ამაყი როგორც ყველა ქალღმერთი
და ხატივით უბრალო და წმნიდა
სანამ ჩვენ ორს სიკვდილი არ დაგვაშორებს
მე შენს თმებში დაძინება მინდა

მინდა ყველაგან ვგრძნობდე შენი გულის ფეთქვას
მაგ თვალების სილამაზე გამაგიჟებს
და იმ დილის გათენებას ველოდები
ჩვენი შვილის ტირილი რომ გაგვაღვიძებს
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →