შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლექსებს გიწერდაო ვიღაც გარეჯელი

სული გაყინული ლოცვით ვეღარ თბება
ან ეს ბოლო ცოდვაც თითქოს უნებლიე
ახლა თვითგვემული შენ წინ დავემხობი
თუგინდ გამწირე ან და მაპატიე

ნეტავ სხივს ტკვილზე რატომ მეღიმება
ალბათ იმიტომ რომ ჩემი აღარ მყოფნის
ვიცი იმქვეყნადაც ჩემთან არ იქნები
ყველა სხვა სიკეთეს ცოდვა გადაწონის

ახლა მზადებაა ჩემი განკითხვისთვის
როგორც ყოველთვის ღმერთი მართალია
ჩემზე უფრო მეტად ვიღაც სხვა რომ გიყვარს
შენი ტანჯვისათვის ესეც საკმარია

ყველა მცნებას ვარღვევ შენი კოცნის გამო
ფეხქვეშ გაგიფინე ჩემი სარეცელი
როცა არ ვიქნები ალბათ ვინმე გეტყვის
ლექსებს გიწერდაო ვიღაც გარეჯელი

ვდგავარ სამსჯავროზე ისევ ნამთვრალევი
ვეღარც თავს ვიმართლებ ან რა მაქვს სათქმელი
ზოგისთვის სიყვარული თავად ღმერთი არის
ჩემთვის კი მიწიერი სასჯელი
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →