ჩანაწერი
Laravel
არ შეიმჩნიო
ფეხზე მკიდია, რომ სხვისი გქვია, შენზე ვწერ მაინც.
რა უჭირს — წვიმა უმიზეზოდ ვის არ მოსვლია?!
ყველა ოცნება დამავიწყე შენი დანახვით
და ყველა ლოცვა განმიცხადე, რაც მილოცია.
არ შეიმჩნიო, თუ მიხილე გოლგოთის წვერზე,
თუ კი შენს გამო კვლავ დავიდგამ გვირგვინს ეკლიანს.
მითხარი ერთხელ მაინც, როგორ არ ვენდო თვალებს,
სადღაც სივრცეში მომზირალს და ცოტა ცრემლიანს.

· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
1