შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

საკურა

წამი სჭირდება ღმერთის გავლით ლოცვას შენამდე.
ჩვენ შორის ზღვარი, როგორც იარა, არ წაიშლება.
ნეტავ მომასწრო სიკვდილამდე, კიდევ ვიხილო
შენ ლურჯ თვალებში საკურას თეთრი გაყვავილება.

ნეტავ კვლავ გრძნობდე ჩემი ლექსის ნაწამებ წარსულს,
ეკლის გვირგვინად,
დალურსმულ ხელის გულად მტკიოდე.
რა იქნებოდა, ერთხელ მაინც მოხდეს პირიქით:
მე გღალატობდე მთვარესთან და შენ მპატიობდე.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →