შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დღეიდან ვარ სასაფლაოს დარაჯი

თუ არსებობ მოახდინე სასწაული
შემისრულე ერთადერთი თხოვნა
ხვალ პირველად გათენდება მის გარეშე
გამიცოცხლე მასთან მინდა ყოფნა

ჩავიხუტებ ბოლოჯერ ვთხოვ პატიებას
ბავშვებივით შევრიგდებით ნეკით
მე ცოდვილი ტალახისგან გამომძერწე
ანგელოზი შემიქმენი ნეკნით

აპრილია აგიყვავდა სამოთხე
თუმცა ჩემ გულს ზამთრის ქარი ყინავს
გიყურებ და არ ვიჯერებ რომ დამტოვე
ხედავ ღმერთო გაღიმებულს სძინავს

ხვალინდელ დღეს უკვე ჰქვია უშენობა
ეულ სულში შევისახლე ალქაჯი
ცივ სამარეს მშვიდად ძილი გააგრძელე
დღეიდან ვარ სასაფლაოს დარაჯი
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →