შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შავი მაქმანი

ვუმზადებ ჩაის შენგან ნასწავლ, შეჩვეულ სევდას,
ქარმა გამტაცა ნახსოვარი შავი მაქმანი.
ასე უშენოდ ველოდები უხილავ სიკვდილს,
ასე უცრემლოდ გადამიხმა იასამანი.

გგრძნობ წარსულიდან ამოხეულ მოგონებებით,
შენმა სიმშვიდემ ლოცვა ისევ გამაბედინა.
შენგან ნასწავლი სევდით ვითმენ უმთვარო დღეებს,
შენმა თვალებმა უფალს ჯვარცმა დაათმენინა.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →