შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სართული 6

სართული 6, აივანი - უდაბნოს ხედით,
ჩამქრალ ვარსკვლავთა განლაგება რაღაც ნიშნებად.
ყურსასმენებში "მეოთხე დასის"- "დალალდაწნული",
ღამე - ორიოდ ღერი "პარლამენტის" იმედად.

გაუშიშვლდები მთვარეს ლურჯი ფარდების ჩრდილში;
გრძნობ ღამემ ზურგზე სველი ნიავი,
როგორ შეგახო.
გინდა წამოდგე საწოლიდან,
თანაც ვერ ბედავ -
შიშობ, რომ სადმე ჩემზე ფიქრებს არ შეეჯახო.

სართული 6, აივანი - უდაბნოს ხედით,
ქარების ქროლვა - თვითმკვლელობის მძაფრ მინიშნებად.
და ახლა შენში ამ სიბნელეს რაც გაანათებს,
სანთებლის ალი - ბოლო ღერის მოსაკიდებლად.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →