ჩანაწერი
Laravel
შეჩვეული სევდა
არ დამივიწყო: შეჩვეული მეძახის სევდა.
მინდვრად კესანებს სტკივათ ჩემი ნაფეხურები.
ვიცი, რომ მოხვალ — უკანასკნელ ტკივილად სულში.
ვიცი, რომ მოხვალ, მოხვალ, მაგრამ არ დაბრუნდები.
ძალა აღარ მაქვს; უფსკრულისკენ ხელი ვკრა სხეულს.
უშენო ღამე, სიკვდილზე ფიქრით გასატანია.
რომ შენი კოცნა ერთხელ თვალებიდან დავიწყე.
ტუჩებს სულ ერთი წამითაც კი არ უნანია.

· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
3