ჩანაწერი
Laravel
ყაიმი
– გამარჯობა, შეუკვეთავთ რამეს?
– გამარჯობა, დიახ, ორი ყავა.
მერე მზერა ისევ შენ ღიმილზე…
და ტუჩებზე ჩემი კოცნის ლაქა.
– თავს როგორ გრძნობ?
კვლავ არ გეყო ძილი?
მომიყევი უფრო მეტი შენზე.
(იღიმი,და თვალს აპარებ დაფას)
– ჩემი სვლაა… მხედარი ც6-ზე.
წამიერი აფეთქება ვნების…
შენთან ერთად დროც რა მალე გავა.
წვიმის თქეში და ასფალტის სუნი…
– უკაცრავად… აი, თქვენი ყავა.
– დარჩი ჩემთან, თუნდაც მხოლოდ ლექსად,
რომ დავძლიოთ ერთად ყოფნის შიში.
მაპატიე… მგონი, ჩემი სვლაა
– დედოფალი ე3-ზე და ქიში.
– კარგი… იცი, ჩემი წასვლის დროა.
ნუ ავყვებით არარსებულ კამათს.
ვერ ვიქნებით ერთად და ვერც ერთნი…
ვერ ავცდებით გარდაუვალ შამათს.
– გამარჯობა, დიახ, ორი ყავა.
მერე მზერა ისევ შენ ღიმილზე…
და ტუჩებზე ჩემი კოცნის ლაქა.
– თავს როგორ გრძნობ?
კვლავ არ გეყო ძილი?
მომიყევი უფრო მეტი შენზე.
(იღიმი,და თვალს აპარებ დაფას)
– ჩემი სვლაა… მხედარი ც6-ზე.
წამიერი აფეთქება ვნების…
შენთან ერთად დროც რა მალე გავა.
წვიმის თქეში და ასფალტის სუნი…
– უკაცრავად… აი, თქვენი ყავა.
– დარჩი ჩემთან, თუნდაც მხოლოდ ლექსად,
რომ დავძლიოთ ერთად ყოფნის შიში.
მაპატიე… მგონი, ჩემი სვლაა
– დედოფალი ე3-ზე და ქიში.
– კარგი… იცი, ჩემი წასვლის დროა.
ნუ ავყვებით არარსებულ კამათს.
ვერ ვიქნებით ერთად და ვერც ერთნი…
ვერ ავცდებით გარდაუვალ შამათს.
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0