შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მაკლიხარ, როგორც თებერვალს - ერთი დღე

მინდიხარ,როგორც უდაბნოს წვიმა,
როგორც ძველ ნახატს - ფერთა შერევა,
თუკი სამყაროს შეხედავ შორიდან,
მას შენი კოცნის კვალი ემჩნევა.

დაგკარგე, როგორც ქარში ფოთლები,
დროა, უკუღმართ ბედთან შევრიგდე...
გარბიხარ, როგორც საათზე ისრები,
მაკლიხარ, როგორც თებერვალს - ერთი დღე.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →