ჩანაწერი
Laravel
ვბედავ სუიციდს
მე დაგანახებ გზას რომელიც არსაით მიდის
მე დაგანახებ ღმერთს რომელსაც სწამს უღმერთობის
ახლა უშენოდ სუნთქვა კი არა სიკვდილი მიჭირს
ვბოდავდი ლოცვას დაუწერელ ლოცვას შენდობის
პირველს აკლია ოცი წუთი მზე უკვე ჩადის
შენი აჩრდილი შუქნიშანზე ჰორიზონტს კვეთავს
ჰყეფენ ძაღლები სამათხოვროდ გამოსულ უფალს
ცარიელ ოთახში ჩემი თავის დავიწყებ ძებნას
ურწმუნოების ექვს ნომერთან ქუჩის კუთხეში
შავი როვერი ქერათმიან ქვრივს ისევ უცდის
აკვიატებულ სიძულვილი არაფრის მიმართ
ქვეცნობიერში მეათასედ ვბედავ სუიციდს
თავად ვიარე გზებზე რომელიც არსაით მიდის
ჩემში ყოფილა ღმერთი რომელსაც სწამს უღმერთობის
ეს მე ვიყავი ქერათმიან ქვრივს რომ ვუცდიდი..
ცარიელ ოთახში ჩემი თავის დავიწყებ ძებნას.

· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0