შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სიბერე

ქარი დადუმდა, ფიფქებმაც იკლო,
ლექსს დასაწერად ვეღარ ვიმეტებ,
მიყვარხარ, თუმცა არ ვიცი, რატომ
ჩემთან ხარ... მაგრამ ვეღარ გისხენებ.

არ გავურბოდი შავბნელ ღამეებს ,
სულში მატყვია ყველა სიძნელე,
თვალებს ვხუჭავ და ახლაღა ვხვდები,
სიკვდილის ლოდინი არის სიბერე.

გიყურებ, ურცხვად გიკითხავ ლექსებს,
არ ვიცი, რატომ, მაგრამ მჭირდები...
უფრო მიზიდავს მაგ შენი სახის
დამჭკნარ ნაოჭთა ლაბირინთები.

ქარი დადუმდა, ფიფქებმაც იკლო,
ლექსს დასაწერად ვეღარ ვიმეტებ,
მიყვარხარ, თუმცა არ ვიცი, რატომ
ჩემთან ხარ, მაგრამ ...ვეღარ გისხენებ.
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →