ჩანაწერი
Laravel
წვიმდეს რა უჭირს
მანძილი ჩვენ შორის ერთი კოცნაა
და მაინც მიჭირს დაწყება საუბრის
შენ არღვევ დუმილს შეხედე გაწვიმდა
მე გულში ვფიქრობ წვიმდეს რა უჭირს
თითქოს რაღაცის თქმა უნდათ თვალებს
ვეღარ გგრძნობ ხელები განზე გავწიეთ
სიყვარულითვის მე და შენ თავი
მხოლოდ ჭადრაკის დაფაზე გავწირეთ
შენ ბავშვურ ღიმილში იფეთქებს აპრილი
დაგვიანებულ მგზავრს წვიმა ასველებს
უფრო მცირდება სიცოცხლის საზღვარი
კოცნის სურვილი აღარ მასვენებს
ამბობ ნახვამდის ცრემლმორეული
თითქოსდა უცხო სულ სხვა ქალის ხმით
ჩვენ სიყვარულში ახლა დავმარცხდით
ჭადრაკის დაფაზე ვამთავრებთ ყაიმით
და მაინც მიჭირს დაწყება საუბრის
შენ არღვევ დუმილს შეხედე გაწვიმდა
მე გულში ვფიქრობ წვიმდეს რა უჭირს
თითქოს რაღაცის თქმა უნდათ თვალებს
ვეღარ გგრძნობ ხელები განზე გავწიეთ
სიყვარულითვის მე და შენ თავი
მხოლოდ ჭადრაკის დაფაზე გავწირეთ
შენ ბავშვურ ღიმილში იფეთქებს აპრილი
დაგვიანებულ მგზავრს წვიმა ასველებს
უფრო მცირდება სიცოცხლის საზღვარი
კოცნის სურვილი აღარ მასვენებს
ამბობ ნახვამდის ცრემლმორეული
თითქოსდა უცხო სულ სხვა ქალის ხმით
ჩვენ სიყვარულში ახლა დავმარცხდით
ჭადრაკის დაფაზე ვამთავრებთ ყაიმით
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0