ჩანაწერი
Laravel
პოეტები ხომ ასე კვდებიან
თუ არაფერი არ გაქვს სათქმელი
კარები ნელა ჩუმად დახურე
რომ საბოლოოდ მშთანთქოს სიჩუმემ
რომ მარტოობა დავიმსახურე
ჯერ არ ჩასულა მზე მთების იქით
მაგრამ თვალებში მაინც ბნელდება
იქნებ ოცნებით დროს გავუსწარი
და სული სხეულს აღარ ნებდება
ქარები ამსხვრევს დაბზარულ მინებს
მოგონებებსაც ედება მტვერი
ვერც ჯვარზე გაკვრა ვერ დაგამარცხებს
თუ შენი თავის შენ არ ხარ მტერი
მეუფლებიან ზოგჯერ შიშები
ღიმილიც როგორ დანაღვლიანდა
მთელი ცხოვრება მელოდებოდი
მე მოსვლა მაინც დამაგვიანდა
შენ შორი ახლოს ჩემ აჩრდილს ვხატავ
ფერებიც ნელნელა გახუნდებიან
სიცოცხლეშივე ვიმკი ჯოჯოხეთს
პოეტები ხომ ასე კვდებიან
კარები ნელა ჩუმად დახურე
რომ საბოლოოდ მშთანთქოს სიჩუმემ
რომ მარტოობა დავიმსახურე
ჯერ არ ჩასულა მზე მთების იქით
მაგრამ თვალებში მაინც ბნელდება
იქნებ ოცნებით დროს გავუსწარი
და სული სხეულს აღარ ნებდება
ქარები ამსხვრევს დაბზარულ მინებს
მოგონებებსაც ედება მტვერი
ვერც ჯვარზე გაკვრა ვერ დაგამარცხებს
თუ შენი თავის შენ არ ხარ მტერი
მეუფლებიან ზოგჯერ შიშები
ღიმილიც როგორ დანაღვლიანდა
მთელი ცხოვრება მელოდებოდი
მე მოსვლა მაინც დამაგვიანდა
შენ შორი ახლოს ჩემ აჩრდილს ვხატავ
ფერებიც ნელნელა გახუნდებიან
სიცოცხლეშივე ვიმკი ჯოჯოხეთს
პოეტები ხომ ასე კვდებიან
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0