ჩანაწერი
Laravel
პოეზიის და პროზის ორგია
შეხედე როგორ ერწყმის ერთმანეთს
პოეზიის და პროზის ორგია
ღამე წააგავს გადაღლილ მლოცველს
უშენოდ მთელი სამყარო მორგია
ჩამსხვრეულ ხიდზე მომიწევს გავლა
ამ ჯვარის თრევა მითუფრო მიმძიმს
ძნელია წამით გაძლო სიცოცხლე
თუ თავად ღმერთი გიბიძგებს სიკვდილს
მინდა ვიყვირო ხმის ჩახლეჩვამდე
უიმედობის ქრება ლამპარი
რომ დღეს მოდაა მორწმუნეობა
რომ საროსკიპოდ იქცა ტაძარი
მეუფლებიან უცხო განცდები
ბოლო წამებიც ლექსად გავლიე
უფალო სანამ მე განმიკითხავ
შენი ცოდვები მოინანიე
პოეზიის და პროზის ორგია
ღამე წააგავს გადაღლილ მლოცველს
უშენოდ მთელი სამყარო მორგია
ჩამსხვრეულ ხიდზე მომიწევს გავლა
ამ ჯვარის თრევა მითუფრო მიმძიმს
ძნელია წამით გაძლო სიცოცხლე
თუ თავად ღმერთი გიბიძგებს სიკვდილს
მინდა ვიყვირო ხმის ჩახლეჩვამდე
უიმედობის ქრება ლამპარი
რომ დღეს მოდაა მორწმუნეობა
რომ საროსკიპოდ იქცა ტაძარი
მეუფლებიან უცხო განცდები
ბოლო წამებიც ლექსად გავლიე
უფალო სანამ მე განმიკითხავ
შენი ცოდვები მოინანიე
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0