შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვითომ გწამს ღმერთის

მოეშვი სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას,
შურიან თვალებით ბედს ნუღარ გაუთვლი,
აცადე წამით იგრძნოს ცხოვრება,
ღმერთის წინაშე ცოდვებს ნუ დაუთვლი!

გზას ასცდა, მერე რა, თავისთვის იაროს,
იქნებ და ბილიკით მივიდეს ტაძრამდე?!
თვალებში ჩახედე შენს თავს სარკის წინ...
რამდენჯერ იცრუე დაფიცებამდე.

ვითომ გწამს ღმერთის, თავსაც იწონებ,
ნაკურთხი წყალით მოიბან სახეს,
სიკვდილმისჯილს კი არა აქვს ბრალი,
შენმა ნასროლმა კენჭებმა გაგცეს.

ან მე რას გარიგებ თავადვე ცოდვილი,
არ მითქვამს ეს ლექსი, ასე ჩათვალე,
ოდესმე შენშიც შეაღწევს ნათელი,
ცოდვები კი არა, სიკეთე დათვალე!
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →