შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არც მოგონებად შემომინახე

სახეზე ღიმილი თუ ირონია
ამ წამს პოეტი ჩემში დამარხე
ეცეკვებიან ცეცხლის ალს ლექსები
არც მოგონებად შემომინახე

გახსოვს ის ღამე რომ გავათენეთ
სახელს ვარქმევდით თანავარსკვლავედს
გეგონა პლანეტები გვჭორავდნენ
გჯეროდა ვარსკვლავი შენ ბედს განაგებს

მთელი ცხოვრება დაგსდევ ჩრდილივით
რა ვქნა მაინც ვერ გამოგიცანი
ასე შორიდან მწამს მხოლოდ შენი
შენახარ მეცამეტე ნიშანი

ჰქრიან ქარები უმისამართოდ
წვიმის წვეთები სევდას მმატებენ
მძულს ვარსკვლავები რადგან ძვირფასო
ჩემიდან წასულს გზას გინათებენ
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →